LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ევროპის რეკორდი დაამყარა: ფეხბურთზე ხალხი თბილისში დადის

128
kjr_7754

საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, ტურნირის არსებობის ისტორიაში, გულშემატკივართა ყველაზე დიდი ჯამური დასწრება დაფიქსირდა.

ახალი რეკორდი საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების მატჩის შედეგად დამყარდა, რომელსაც პაიჭაძის სტადიონზე 44,338 გულშემატკივარი დაესწრო, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია ტურნირის ისტორიაში ერთ მატჩზე დასწრების მხრივ. საერთო ჯამში, 1/4-ფინალური ეტაპის ჩათვლით, საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე ტურნირს, ამ დროისთვის, 279,341 გულშემატკივარი დაესწრო, საიდანაც საქართველოში ჩატარებული მატჩები სტადიონის ტრიბუნებიდან 196,812 გულშემატკივარმა იხილა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ისტორიაში გულშემატკივართა დასწრების სამი საუკეთესო მაჩვენებელი თბილისში, მიმდინარე ჩემპიონატზე დაფიქსირდა. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ბელგიის წინააღმდეგ გამართა 41,887 გულშემატკივარი დაესწრო, ნიდერლანდებთან მესამე ტურის შეხვედრას კი, 43,043 გულშემატკივარი.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, დასწრების საუკეთსო მაჩვენებლი 1996 წლით თარიღდებოდა. ბარსელონაში, ესპანეთსა და იტალიის ნაკრებებს შორის გამართულ ფინალურ შეხვედრას 35,500 გულშემატკივარი დაესწრო.

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ჯამური დასწრების საუკეთესო მაჩვენებელი:

1. 279,341: საქართველო და რუმინეთი 2023

2. 243,995: პოლონეთი, 2017

3. 214,637: იტალია და სან მარინო, 2019

4. 212,139: ნიდერლანდები, 2007

5. 180,942: პორტუგალია, 2006

6. 174,195: შვეიცარია, 2002

7. 172,543: ისრაელი, 2013

8. 163,090: შვედეთი, 2009

9. 162,994 ჩეხეთი, 2015

10. 110,353: გერმანია, 2004

ყველაზე მაღალი დასწრება ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ერთ მატჩზე

1. 44,338: საქართველო 0-0 (3-4) ისრაელი, U21 EURO 2023 (პაიჭაძის სტადიონი, თბილისი)

2. 43,043: ნიდერლანდები 1-1 საქართველო, U21 EURO 2023 (პაიჭაძის სტადიონი, თბილისი)

3. 41,886: საქართველო 2-2 ბელგია, U21 EURO 2023 (პაიჭაძის სტადიონი, თბილისი)

4. 35,500: იტალია 1-1 ესპანეთი (5-4), U21 EURO 1996 (ბარსელონა)

5. 35,000: საბერძნეთი 0-0 საფრანგეთი, U21 EURO 1988 (პირეუსი)

6. 32,152: ესპანეთი 2-1 იტალია, U21 EURO 1986 (ვალიადოლიდი)

7. 30,000: შვეიცარია 0-0 იტალია, U21 EURO 2002 (ბაზელი)

8. 29,774: პორტუგალია 1-0 იტალია, U21 EURO 1996 (ლისაბონი)

9. 29.683: სსრკ 3-4 გერმანია, U21 EURO 1982 (ხარკოვი)

10. 29.320: იტალია 2-4 ესპანეთი, U21 EURO 2013 (იერუსალიმი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები