LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: სად იცხოვრებს საქართველო – ადგილი შერჩეულია

148
82c775_fb4f98cfbd2348fd93ca9f81e9d43f75_mv2

შერჩეულია: საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე მოსამზადებელი შეკრებისთვის გერმანიის პატარა ქალაქი ფელბერტი, სასტუმრო Best Western Parkhotel არჩია, რომელიც ესენსა და ვუპერტალს შორის მდებარეობს, ხოლო დორტმუნდიდან 50 კილომეტრშია.

სასტურმოს პერსონალი საგანგებოდ მოემზადა ფეხბურთელების ჩამოსვლისთვის. მთელი შენობა უკვე დაკავებულია. 84 ნომრიდან 70 საქართველოს ნაკრებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო დანარჩენი 14 ნომერი – გერმანიის საფეხბურთო კავშირის ჩინოვნიკებისა და თანამშრომლებისთვის.

სასტუმროს გარშემო მოეწყობა დამცავი ღობე, რათა საქართველოს ნაკრებმა უფრო მშვიდ გარემოში ივარჯიშოს და არასასურველი ვიდეო თუ ფოტოგადაღებები არ მოხდეს. საინტერესოა, რომ უეფას აკრედიტაცია სასტუმროს ყველა თანამშრომელმა გაიარა და ჩვენი გუნდის ყოფნის დროს იქ შესვლის უფლება მხოლოდ მათ ექნებათ. შენობა წინასწარ შეამოწმეს დაცვამ და ასაფეთქებელი ნივთიერების აღმომჩენმა ძაღლებმა.

“საქართველოს ნაკრებისთვის უსაფრთხოების ზომები ფელბერტის სტადიონზეც მივიღეთ. ჩვენი არენა იდეალურ ადგილას, ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ღია ვარჯიშის თარიღი უკვე დადგენილია – 12 ივნისს, 17:00 საათზე (19:00 საათი თბილისის დროით).

ახალგაზრდა ფეხბურთელებსა და სკოლის მოსწავლეებს დაურიგდებათ ვარჯიშზე უფასოდ დასასწრები ბილეთები. სხვა ვარჯიშზე მაყურებელი არ დაიშვება. ახლა ვცდილობთ კიდევ ერთი შეხვედრისა და ავტოგრაფების სესიის მოწყობას. თუმცა ეს ჯერ უეფასთან უნდა შეთანხმდეს”, – ამბობს სტადიონის მენეჯერი აქსელ ვინკე.

სანამ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, სტადიონი მხოლოდ მის განკარგულებაში იქნება.

საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევრო2024-ზე არიან თურქეთი (18 ივნისი, 20:00 – დორტმუნდი), ჩეხეთი (22 ივნისი, 17:00 – ჰამბურგი) და პორტუგალია (26 ივნისი, 23:00 გელზენკირხენი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები