ახალ გზაზე მდებარე გვირაბი, რომელიც სხვადასხვა ნახატითა და წარწერით იყო მოხატული, ახლახან გადაღებეს. როგორც „ფეისბუქ“-მომხმარებელი ნაჯა ორაშვილი ამ ფოტოს გავრცელებისას წერს: „ყველაფერი წაშალეს, მხოლოდ კორპორაციების სარეკლამო ნახატები დატოვეს. სირცხვილი თქვენ“.
ამ ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვა. მას ცნობილი ადამიანებიც აზიარებენ. მათ შორის მომღერალი თიკა ჯამბურია, რომელიც აღნიშნავს: „როგორ მაინტერესებს, გადაღებვის აზრი ვის მოუვიდა თავში ?((((
ამ გვირაბში შესვლა მიხაროდა, ჩვენს ნაცრისფერ ქალაქში ერთ-ერთი ის ადგილი იყო, სადაც ფერად გარემოში ხვდებოდი… სირცხვილია, ვერ აღიქვა სილამაზე და პროვინციულად მოექცე ხელოვნებას. ჩემი ნება რომ იყოს, სადაც კი ცარიელი კედელია, ყველას მოვხატავდი. მოვხატოთ ყველაფერი, გავალამაზოთ ქალაქი…“