LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისთან ერთად ხვდება თამო ვაშალომიძე ახალ წელს და როგორ გოზინაყს აკეთებს მოდელი?!

35

ახალ წლამდე რამდენიმე დღე რჩება და დავინტერესდით როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ქართველი სელებრითები. არჩევანი იმ ადამიანზე შევაჩერეთ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ყველაზე აქტუალური და განხილვადი პერსონა იყო – საუბარია თამო ვაშალომიძეზე, რომელმაც 2015 წელს ნამდვილად არაერთი სიახლით დაგვამახსოვრა თავი…

თამო სად ხვდები ახალ წელს?

– მიყვარს, როცა ახალ წელს სახლში ვხვდები, მაგრამ წელს მეგობრებმა გადავწყვიტეთ ბაკურიანში შევხვდეთ.

ნაძვის ხე დადგი?

– ნაძვის ხეს ყოველთვის ბარბარობის მეორე დღეს ვდგავ, ანუ უკვე რამდენიმე დღეა რაც დავდგი.

განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია თუ გაქვს?

– განსაკუთრებული არაფერი – ყოველთვის ვცდილობ რომ შევხვდე მხიარულად. შამპანიურში არაფერს არ ვყრი (იცინის). ტრადიცია მაქვს მხოლოდ ის რომ ყოველ ახალ წელს ახალ ნაძვის ხეს ვყიდუბ, მიყვარს სადა და ლამაზი ნაძვის ხეები. ბედობას მაქვს ტრადიცია – რაც მინდა რომ დამებედოს იმას ვაკეთებ ზუსტად. ვვარჯიშობ, დავდივარ საყიდლებზე, ვერთობი და დიდ დროს ვატარებ მეგობრებთან ერთად.

ვინ არის ხოლმე შენი მეკვლე?

– საკუთარი თავის მეკვლე ვარ ყოველთვის.

შენ თუ ხარ ხოლმე ვინმეს მეკვლე და როგორი ფეხი გაქვს?

– ჩემი მეგობრების მეკვლე ვარ ხშირად. ძალიან კარგი “ფეხი“ მაქვს, ბარაქიანი, არამხოლოდ ბედობა დღეს, არამედ ნებისმიერ დროს. (იცინის)

გოზინაყის გაკეთება იცი?

– კი, სხვათაშორის ვიცი და კარგადაც გამომდის. ჩემს მეგობობრებსაც მოსწონთ.

როგორც ვიცით ზოგადად არ გიყვარს ალკოჰოლი, ახალ წელს თუ აძლევ დალევის უფლებას საკუთარ თავს.

– გააჩნია სიტუაციას. წელს ვაპირებ დალევას, რადგან მეგობრებთან ერთად მივდივარ ბაკურიანში. ზოგადად არ მიყვარს ალკოჰოლი.

რას ელოდები 2016 წლისგან?

– ველოდები რა თქმა უნდა ყველაფერს საუკეთესესოს. უფრო მეტ წინსვლას ვიდრე მქონდა 2015-ში. მადლობას ვუხდი 2015-ს და მინდა რომ რაც წელს ვერ მოვასწარი მომდევნო წელს გავაკეთო. იმედი მაქვს რომ 2016 წელი იქნება გაცილებით ნაყოფიერი და წარმატებული.

რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას ხომ არ უნდა ველოდოთ შენს ცხოვრებაში 2016 წელს?

– გეგმაში მაქვს ძალიან ბევრი ცვლილება და ამას აუცილებლად ნახავს საზოგადოება.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ.

– გმადლობთ, თქვენც ასევე.

გუგა ლეჟავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები