საქართველოში ჰაერის დაბინძურების ხარისხი ევროპული კლასიფიკაციით საშუალო მაჩვენებლიდან მაქსიმალურს უახლოვდება, ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა განაცხადა. გიგლა აგულაშვილის თქმით, ინსტრუმენტული კვლევა ქვეყნის 60 წერტილში, მათ შორის 9 ქალაქში 2-ჯერ ჩატარდა. მდგომარეობა განსაკუთრებით არასახარბიელოა თბილისში, განსაკუთრებით კი იმ უბნებში, სადაც სატრანსპორტო კვანძები ნაკლებ გამტარუნარიანია. მინისტრის განმარტებით, დაბინძურების წყაროს ავტომობილების არასრული წვით გამონაბოლქვი წარმოადგენს.
მინისტრის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით არ გამოკვლეულა მტვრის ნაწილაკები, რომლებიც მოქალაქეებისთვის ვიზუუალურადაც შემსამჩნევი და საგრძნობია, ამიტომ სამინისტრო აქცენტს მომავალში ამ კუთხით გააკეთებს და გამოიკვლევენ მტვრის ნაწილაკებსაც. შემდეგ კი შესაბამისი რეკომენდაციებით ბიზნესსექტორს და მენაშენეთა ასოციაციას მიმართავენ.