აუქციონზე Bugatti Type 57 SC Atlantic La Voiture Noire-ს ზუსტ ასლს გაყიდიან. ავტომობილი 1992 წელსაა აგებული და მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგული კუპეს რეპლიკას წარმოადგენს. „შავი ავტომობილის“ კვალის პოვნას უკვე მრავალი წელია ცდილობენ, თუმცა ძიებამ ჯერ-ჯერობით შედეგი ვერ გამოიღო. დღეს ეს მოდელი ალბათ 100 მილიონ ევროზე მეტი ეღირებოდა, თუმცა Atlantic Coupe Recreation-ის რეპლიკას მხოლოდ 700-900 ათას ევროდ აფასებენ.
Bugatti-ს კუპე უკვე კარგა ხანია რაღაც მითადაა ქცეული. მანქანა მეორე მსოფლიო ომის დროს თითქოს უკვალოდ აორთქლდა და მას შემდეგ ბევრი ავტომოყვარული ეძებს. ჭორები, თითქოს La Voiture იპოვეს, სამი წლის წინ გავრცელდა, თუმცა ეს მხოლოდ ჭორი აღმოჩნდა. ამიტომ კოლექციონერებს მხოლოდ ერთი შესაძლებლობა აქვთ, რომ ჟან ბუგატის დიდებულებას ცოტათი მაინც მიუახლოვდნენ.
რეპლიკა აუქციონზე უახლოს მომავალში გაიყიდება.