LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Bugatti-მ ფინალური chiron წარადგინა

119
Bugatti-მ ფინალური chiron წარადგინა

კომპანია Bugatti-მ ბოლო chiron გამოუშვა. ფინალურ ეგზემპლარს სახელად L’Ultime დაარქვეს და ის Chiron Super Sport-ის ბაზაზეა აგებული. ჰიპერქარი სულ პირველი Chiron-ის მსგავსადაა შეღებილი და ზუსტად ისე გამოიყურება როგორც 8 წლის წინ ჟენევის ავტო სალონზე წარდგენილი ავტომობილი. ძარაზე დაიტანეს ადგილებისა და იმ მოვლენების სახელწოდებები, რომელიც მოდელის ისტორიის ნაწილი გახდა.

ძრავა სტანდარტულია: ტურბო ძრავა W16 8.0 ვერსია, რომელსაც 1600 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. Chiron Super Sport 0-დან 100 კმ-მდე 2,3 წამში აჩქარდება, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 440 კილომეტრი ექნება.

Chiron-ს შეცვლის ჰიბრიდი, რომლის სიმძლავრეც 1800 ცხენის ძალა იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები