LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bugatti Porsche-ს კვალს მიჰყვა და პრემიუმ კლასის „სუპერ ტელევიზორი“ წარადგინა – ფოტო

102
1428x1428

ჰიპერკარების მწარმოებელმა Bugatti-მ ავტომობილებისგან განსხვავებული, თუმცა არანაკლებ ექსკლუზიური პროდუქტი წარადგინა. კომპანია ავსტრიულ ტექნოლოგიურ ფირმასთან, C Seed-თან თანამშრომლობით უზარმაზარ ტრანსფორმირებად ტელევიზორს ქმნის, რომელიც პრემიუმ საცხოვრებელი სივრცეებისთვის არის განკუთვნილი.

კომპანიის განცხადებით, მოწყობილობის დიზაინი Bugatti-ის სპეციალისტებმა შეიმუშავეს. ვიზუალური სტილი და ზოგიერთი მასალა, მათ შორის კარბონი და ალუმინი, შთაგონებულია ახალი ჰიპერქარით – Bugatti Tourbillon.

დაკეცილ მდგომარეობაში მოწყობილობა ჩვეულებრივ ავეჯს ან დეკორატიულ არქიტექტურულ ელემენტს ჰგავს. გააქტიურების შემდეგ კი კონსტრუქცია ვერტიკალურად იშლება და 4K MicroLED ეკრანად გარდაიქმნება.

ტელევიზორი ორი ზომით იქნება ხელმისაწვდომი – 110 და 137 დუიმიანი ეკრანებით. გარდა ამისა, მასში ინტეგრირებულია მაღალი კლასის აუდიოსისტემა, რომელიც კომპანია Wisdom Audio-მ შექმნა. ეკრანს ასევე 180 გრადუსით შემობრუნების ფუნქციაც აქვს.

მოწყობილობის ფასი ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა მსგავსი ტექნოლოგიის ღირებულება, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეულ ათას დოლარს მიაღწევს. შედარებისთვის, 2025 წელს Porsche-მაც იმავე C Seed-თან თანამშრომლობით ანალოგიური პრემიუმ ტელევიზორი წარადგინა, რომლის ფასი არაოფიციალური ინფორმაციით დაახლოებით 400 ათას დოლარს შეადგენდა.

ახალი პროექტით Bugatti კიდევ ერთხელ ცდილობს საკუთარი ბრენდი ავტომობილების ფარგლებს გასცდეს და მდიდრული ცხოვრების სტილის სხვა მიმართულებებშიც დამკვიდრდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები