LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჟენევის ავტოსალონი დაბრუნდა

128
ჟენევის ავტოსალონი

მრავალი ათწლეულის განმავლობაში ჟენევის ავტოსალონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იყო. და ალბათ, ყველაზე ატმოსფერულიც: ინდუსტრიის გიგანტების გარდა, მასზე დასასწრებად ევროპიდან აუცილებლად ჩადიოდნენ ყველაზე პატარა, მრავალფეროვანი კომპანიები, ამბიციური სტარტაპები, აუარებელი იტალიური დიზაინ-ატელიეები გიჟური კონცეპტ-ქარებით და ტუნინგ კომპანიები..

თუმცა, მთელი ეს მხიარულება კორონავირუსი ეპიდემიამ ჩაახშო. დღეს კი 5 წლის შემდეგ, ლეგენდარული ავტო შოუ როგორც იქნა დაბრუნდა სამშობლოში, თუმცა ერთობ შემცირებული ფორმატით.

საქმე ისაა, რომ ავტომწარმოებლები ავტო სალონების მიმართ ინტერესს კარგავენ. შესაბამისად, დიდ მოთამაშეთაგან ავტომოყვარულებს მხოლოდ Renault ჯგუფის, Isuzu-ს და არც თუ ისე მრავალრიცხოვანი ჩინური კომპანიების ხილვა შეეძლოთ.

ასეა თუ ისე, ყველაზე საინტერესოს ნახვას ჩვენს გალერეაში შეძლებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები