LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარდი და მარსიალი: ყველაზე სწრაფები მსოფლიოში

46

ჯეიმი ვარდი „ლესტერიდან“ და ანტონი მარსიალი „მანჩესტერიდან“ ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელები არიან. ისინი 35.4 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებენ.

ამის დასადგენად გამოიყენეს EA Sports – Player Perfomance-ის მეთოდიკა. სწორედ ამ ტექნოლიგიის დახმარებით დადგინდა, რომ ვარდი და მარსიალი 35.4 კმ/სთ (22 მილი საათში) სიჩქარით დარბოდნენ ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალურ მატჩებში.
„ლესტერის“ თავდამსხმელმა „ვესტ ჰემთან“ მეორე ტურის შეხვედრაში აიწყვიტა, ხოლო მარსიალმა თავისი სისწრაფე 12 იანვარს „ნიუკასლთან“ თამაშისას აჩვენა.
მესამე ფორესტ გამპი ასევე „ლესტერელი“ ჯეფრი შლუპი გახდა – 35.24 კმ/სთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები