LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდთოვლობის გამო, გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები მოქმედებს

13

კახეთში თოვლის საფარმა 40 სანტიმეტრს გადააჭარბა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდთოვლობის გამო, გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები მოქმედებს. ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსისთვის.
გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინაარმდეგო ჯაჭვებით არის ნებადართული.

ინტენსიური თოვის გამო მთელი ღამის განმავლობაში საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. უამინდობის გამო, ამ დრომდე რეგიონის 26 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. დიდთოვლობის გამო საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი არ შეწყვეტილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები