ზლატან იბრაჰიმოვიჩი კედელში გაძვრა.
შვედმა გიგანტმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი არაამქვეყნიური წარმომავლობა.
”სენტ-ეტიენთან” სტუმრად გამართული მატჩის წინ პსჟ-ს ფორვარდი კედელს მიეყუდა, მიაწვა და გაიტანა. მართალია, როდესაც კარგად დააკვირდები, კარს აღმოაჩენთ, რომელსაც გოლიათი ფეხბურთელი მიაწვა. დიდი ალბათობით, კარი ვიღაცამ გააღო, სანამ იბრა ვარჯიშობდა.
კარის გამღებს რა შეემთხვევა, ამაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.