თბილისი – დღეს ჩვენ დედაქალაქში ათეულობით მშენებლობა მიმდინარეობს და ისტორიულ ქალაქსაც მეტ-ნაკლებად იერ-სახე ეცვლება. როგორი იყო თბილისი დაახლოებით 40 წლის წინ, საბჭოთა ეპოქაში, როდესაც არ დადიოდა ამდენი მანქანა, ხალხს არ ქონდა ამხელა არჩევანი, არ იყო არქიტექტურული მრავალფეროვნება (ეს განსაკუთრებით ახალ საცხოვრებელ უბნებს ეხება), თუმცა მეორეს მხრივ, იყო უფრო მშვიდი ქალაქი. მოკლედ, თქვენს წინაშეა 1975 წლის თბილისი – შეიძლება ვინმესთვის ნოსტალგიური, სხვისთვის კი პირიქით, დრო და ეპოქა, რომელსაც არასოდეს არ უნდა დავუბრუნდეთ. და მაინც, ეს იყო ჩვენს ცხოვრებაში და ეს არის ჩვენი ისტორია…