მსოფლიომ „დედამიწის საათი“ მასშტაბური ჩაბნელებით აღნიშნა. ზუსტად ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგია გამორთული იყო ყველა მთავარ ღირსშესანიშნაობასთან.
The Guardian-ის ინფორმაციით, ჩაბნელდა – პარიზში ეიფელის კოშკი, რომის კოლიზეუმი, ასევე ბარსელონაში საგრადა-ფამილიაც.
ყველაზე ეკოლოგიურ აქციას შეუერთდა – ნიუ-იორკიც, რიო-დე-ჟანეიროც, ნიუ დელიც, სიდნეიც, ტოკიოც, მუმბაიც და ჰონგ-კონგიც.
„დედამიწის საათის“ აღნიშვნით მსოფლიო კლიმატის კრიზისის შესახებ ცნობადობის გაზრდას და განახლებადი ენერგიების მნიშვნელობისთვის კიდევ ერთხელ ხაზგასმას ცდილობს.