ალასკას ეროვნულმა პარკმა ტრადიციულ კონკურსს „მსუქანი დათვების კვირას“ უმასპინძლა. BBC-ის ინფორმაციით, გამარჯვებული წელს უკვე მეორედ დედა-დათვი, სახელად გრეიზერი გახდა.
უსაყვარლესი კონკურსი ზამთრის ძილამდე ცოტა ხნით ადრე ტარდება, რადგან ამ დროს დათვები მაქსიმალურ წონას აღწევენ. მონაწილეები ნაკრძალის ბინადრები არიან და მათ შორის ყველაზე მსუქანს მომხმარებელი Explore.org-ის საიტზე ონლაინ ხმის მიცემით ავლენს. წელს გრეიზერმა 71 ათასზე მეტი ხმა დააგროვა.
საინტერესოა, რომ გრეიზერი არის პირველი დედა, რომელმაც „მსუქანი დათვების კვირის“ გამარჯვებულის წოდება მოიპოვა. ის უკვე 20 წლისაა და მესამე ბელს ზრდის.
აღსანიშნავია, რომ ხმის მიცემაში 100 ქვეყნის წარმომადგენელი 1,4 მილიონი ადამიანი იღებდა მონაწილეობას.