LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა უსაფრთხოების სისტემის შესამოწმებლად 360 კილოგრამიანი დათვი გამოიყენა – ფოტო

107
1428x1428

ამერიკულმა ავტო კონცერნმა Ford-მა საკუთარი ავტომობილების უსაფრთხოების სისტემის გამოცდისთვის უჩვეულო ექსპერიმენტი ჩაატარა. კომპანიის ინჟინრებმა Ford F-150-ის პიკაპი სპეციალურად გაწვრთნილ, 360 კილოგრამიან დათვს, სახელად ტეგს, „ჩააბარეს“, რათა რეალურ პირობებში შეემოწმებინათ უსაფრთხოების პაკეტის შესაძლებლობები.

ტესტირება ტყეში, ტეგის საცხოვრებელი რანჩოს მახლობლად ჩატარდა. დათვი ველური არ არის – მას მწვრთნელი ჰყავს, გავლილი აქვს სპეციალური მომზადება და სხვადასხვა პროექტშიც მონაწილეობს. Ford-ის ექსპერიმენტისთვის კი დამატებითი წვრთნებიც გაიარა.

ტესტის დროს ტეგმა პიკაპის რყევა დაიწყო, შემდეგ ძარას ბრჭყალებით დაუზიანა ზედაპირი, გვერდითი ფანჯარა ჩაზნიქა და კარი სტანდარტული სახელურით გააღო. საბოლოოდ მან ავტომობილის სალონშიც შეაღწია.

„დათვებს ნივთების დამტვრევა და დაშლა უყვართ, ამიტომ ტეგმა დავალებას შესანიშნავად გაართვა თავი,“ – განაცხადა მისმა მწვრთნელმა კეიტ ბაუერმა.

Ford-ში განმარტავენ, რომ მსგავსი ექსპერიმენტი იმის საჩვენებლად ჩატარდა, თუ როგორ მუშაობს Security Package რეალურ და არასტანდარტულ პირობებში. ავტომობილის მფლობელებს ხშირად უწევთ გადაადგილება შორეულ და ველურ ადგილებში, სადაც მანქანას არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ცხოველებიც შეიძლება მიუახლოვდნენ.

ტესტირებისას ინჟინერი მობილურ ტელეფონზე ავტომატურად იღებდა შეტყობინებებს ავტომობილის ყველა მოქმედების შესახებ და ბორტზე დამონტაჟებული კამერების მეშვეობით დათვზე დაკვირვებაც შეეძლო.

კომპანიის ინფორმაციით, ექსპერიმენტის განმავლობაში არც დათვი და არც სხვა ცხოველი არ დაზარალებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები