LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთის ნაკრძალებს ცხვრები და პონები მოუვლიან

115
Needs cropping

ცხვრების ფარა ჩეხეთის ნაკრძალის მოვლას თავის თავზე აიღებს. საქმე ისაა, რომ ცხოველები მცენარეებზე უკეთ ზრუნავენ ვიდრე ადამიანები, წერს lamb mowers.

ცხვრები ბალახის საკრეჭი აპარატისგან განსხვავებით, ბალახს არამხოლოდ მავნე გამონაბოლქვის გარეშე აწესრიგებენ, არამედ ბიომრავალფეროვნებასაც იცავენ. ისინი ბალახს ისე მიირთმევენ, რომ ნიადაგის ზედა ფენებს არ აზიანებენ, შედეგად ახალი მცენარეებისთვისაც თავისუფლდება ადგილი.

ნაკრძალის მოსავლელად ცხვრები გასულ წელსაც დაიქირავეს – მაშინ ისინი 9,5 ჰექტარ მიწას უვლიდნენ. წელს კი ფარას 20 ჰექტარს მიანდობენ.

ამასთან, წელს ცხვრებს რამდენიმე პონიც შეუერთდება. ეს ცხოველები ბალახის მიმართ ნაკლებად პრეტენზიულები არიან და ტერიტორიას მეტი ყურადღებით მოასუფთავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები