LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინეთის კურორტზე ვანდალი დათვებისგან ცდილობენ თავის დაცვას

119
Capture

რუმინეთში, ტრანსილვანიის საკურორტო ქალაქში დადგეს ქვეყანაში პირველი ნაგვის ურნა, რომელიც ვანდალი დათვებისგანაა დაცული. სიახლე ადამიანებისა და ცხოველების მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტი უნდა გახდეს. სიახლის შესახებ Romania insider წერს.

ადგილობრივებმა განგაში 2020-იანი წლების დასაწყისში ატეხეს. ისინი აღნიშნავენ, რომ დათვები კურორტს ფაქტობრივად ყოველდღიურად სტუმრობენ. ცხოველები სახლებსა თუ პანსიონატებში შიშის გარეშე შედიან, ასევე მშვიდად დასეირნობენ ქუჩებშიც.

დათვების მსგავსი ქცევა კლიმატის ცვლილებას არ უკავშირდება. სინამდვილეში ამ კურორტზე დათვების ისტორიული ბილიკი გადის და ადგილობრივები ყველა საშუალებას ეძებენ, რათა დაუპატიჟებელმა სტუმრებმა საფრთხე არავის შეუქმნან.

ანტივანდალური ნაგვის ურნების გამოჩენა დათვებს ერთ-ერთი საყვარელი ადგილის გარეშე დატოვებს. ამჟამად ნაგვის ურნის 5 ტიპის კონტეინერს ტესტავენ. ხოლო თუ რომელ ურნას გამოიყენებენ სამომავლოდ, ეს ზაფხულის სეზონის შემდგომ გადაწყდება.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ნაგვის ურნები დადგეს სლოვენიაშიც და მათი დამსახურებით დათვებმა ადამიანებთან სტუმრობას მოუკლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები