განახლებული Lend Rover Defender-ის გაყიდვები, 2019 წელს დაიწყება. ამის შესახებ პოპულარული გამოცემა Autocar კომპანიის წარმომადგენლების განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტომობილის ერთდროულად 5 ვერსია დამზადდება, რომლიდანაც ერთი ორკარიანი, კომფორტული და მცირე ზომის იქნება. ამასთანავე დამზადდება ოთხკარიანი მოდელიც, რომელიც კონკურენციას გაუწევს Range Rover-სა და Bentley-ს, ხოლო დანარჩენი 3 მოდელი პიკაპის სახით იქნება წარმოდგენილი.
აგრეთვე ფართოდ იქნება წარმოდგენილი ძრავის ”ასორტიც”, სადაც სიახლე იქნება ბენზინზე მომუშავე Ingenum ძრავი და დიზელის მძლავრი JLR აგრეგატი, რომლებიც 6 სიჩქრიანი მექანიკური და 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით გაიმართება.
გარდა ამისა, კომპანიაში აცხადებენ, რომ Jaguar Lend Rover-ი სლოვაკეთში ახალი კონცერნის გახსნასაც აპირებს, რომელიც ქალაქ ნიტრა-ში განთავსდება. კონცერნის მშენებლობა წელს დაიწყება, ხოლო მისი დასრულება 2018 წელს იგეგმება. სწორედ აქ დამზადდება ახალი თაობის Defender-იც, რომელიც კომპანიის განცხადებით, წელიწადში 100 000 ეგზემპლიარად უნდა გაიყიდოს.