LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავხადოთ არჩევნები გამჭირვალე: იორდანიის პრინცს წინადადება აქვს

26

ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატმა, იორდანიის პრინცმა ალი ბინ ალ-ჰუსეინმა საარბიტრაჟო სასამართლოს თხოვნით მიმართა ფიფას თავკაცის არჩევნებისას ხმის მისაცემად გამჭირვალე ურნები გამოიყენონ.
„მხოლოდ გამჭირვალე ურნას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ყველამ სინდისის კარნახით მისცა ხმა და აღკვეთავს ბიულეტენების ფოტოგრაფირებას“, – თქვა პრინცის იურისტმა.
40 წლის მონარქმა უკვე შეუკვეთა გამჭირვალე ყუთები თავის ხარჯზე.
ფიფას არჩევნებში მონაწილეობას ასევე მიიღებენ უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო, ფიფას ყოფილი გენერალური მდივნის მოადგილე ჟერომ შამპანი, სამხრეთ აფრიკის მშენებლობის ყოფილი მინისტრი და ნელსონ მანდელას თანამებრძოლი ტოკიო სევალე და აზიის კონფედერაციის ხელმძღვანელი შეიხი სალმან იბრაჰიმ ალ-ხალიფა.
ფიფას პრეზიდენტის არჩევნები 26 თებერვალს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები