10 მაისს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი ჯგუფ “ა-სტუდიოს” უმასპინძლებს. ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა პროდიუსერ ნატო დუმბაძის “ფეისბუქ”-გვერდიდან. ჯგუფი მსმენელის წინაშე განახლებული პროგრამით წარდგება. შესრულდება ძველი და ახალი ჰიტები.
დამატებითი დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მათ შორის ბილეთების შესახებ ინფორმაციაც.
წლებია, “ა-სტუდიოს” საქართველოში სოლოკონცერტი არ გაუმართავს, ჯგუფს ბევრი ახალი ჰიტი აქვს და მისი თაყვანისმცემლებისთვის საინტერესო იქნება ახალი რეპერტუარის მოსმენა.