აბუ დაბიში, ერთ-ერთ შოურუმში გასაყიდად უნიკალური სპორტქარი BMW M4-ია წარმოდგენილი, რომელიც ძარისა და სალონის ფერების უჩვეულო კომბინაციით გამოირჩევა. უნიკალური მოდელის ღირებულება პერსონალურად მხოლოდ კლიენტებთან განიხილება. ავტომობილი დამატებითი პაკეტით იყიდება, რომელსაც Competition Pack ქვია და ის არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ბრენდის სხვა მოდელებისთვისაც არის გათვალისწინებული. ავტომობილი განსაკუთრებული ლურჯი ფერის არის, რომელსაც Atlantis Blue Exterior ქვია, სალონმა კი ფერი Opal White მიიღო, რომელსაც მთელი რიგი პრიალა დეკორატიული ჩანართები აქვს.
რაც შეეხება BMW M4-ის ტექნიკურ მახასიათებლებს, მას 450 ცხენის ძალის გენერირება შეუძლია და პირველ ას კილომეტრს 3,8 წამში კრებს. ცნობილია, რომ ასეთი BMW M4 მხოლოდ ერთადერთ ეკზემპლარად არის შესრულებული.