აშშ-ში პითონებზე მონადირეებს მათი ხორცის ჭამა აუკრძალეს.
ფლორიდის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა ოფიციალური გაფრთხილება, სადაც პითონის ხორცთან დაკავშირებულ რისკებზეა საუბარი. ამის შესახებ გამოცემა Palm Beach Post-ი წერს.
კვლევამ, რომელიც 487 პითონზე ჩატარდა, რეპტილიების ხორცში ვერცხლისწყლის კრიტიკულად მაღალი შემცველობა გამოავლინა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „პითონში ვერცხლისწყლის დონე რეგიონში ყველაზე დაბინძურებულ თევზის სახეობებს შეესაბამება.“
ვერცხლისწყალი განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ორსული ქალებისა და ბავშვებისთვის, რადგან ნერვული სისტემის განვითარების პრობლემებს იწვევს.
მეცნიერები დაბინძურების მაჩვენებელში გეოგრაფიულ განსხვავებებს აღნიშნავენ. 2019 წელს პროფესორ დარენ რემბოლდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფლორიდის სამხრეთ-დასავლეთიდან დაჭერილ პითონებში ვერცხლისწყლის შემცველობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევერგლეიდსის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მცხოვრებთა შორის.
მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა აკრძალვა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაევრცელებინა.