LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადიდასი მესის და გვარდიოლას ერთად შეყრაზე მუშაობს

44

კომპანია ”ადიდასს” სურს, რომ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესი და პეპ გვარდიოლა ”მანჩესტერ იუნაიტედში” ერთად იხილოს.
გერმანული კონცერნი არგენტინელის და ესპანელი სპეციალისტის ერთად შეყრის გეგმას ამუშავებს.

კომპანია, რომელიც მესის და გვარდიოლას აცმევს, სურს, რომ ისინი ერთად იხილოს ”იუნაიტედში” და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს – ამტკიცებს ესპანური გამოცემა ”მარკა”. მისი ვერსიით, გვარდიოლამ მანკუნიანელები შესაძლოა ზაფხულში ჩაიბაროს.

შეგახსენეთ, რომ გვარდიოლამ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს ტოვებს მიუნხენის ”ბაიერნს” და ინგლისში გადავა სამუშაოდ.
მესის კონტრაქტი ”ბარსელონასთან” კი 2018 წლის ივნისამდეა ძალაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები