„ადიდასმა“ პეტრ ჩეხის ხელთათმანები „ჩელსის“ ბაზაზე შეცდომით გააგზავნა.
არისტოკრატებმა კობჰემის ბაზაზე მოულოდნელი გზავნილი მიიღეს. ტექნიკურმა სპონსორმა გუნდის ყოფილი გოლკიპერის ჩეხის ხელთათმანები მიიტანა, არადა მოგეხსენებათ ჩეხი მეკარე ახლა მეორე ლონდონური გუნდის „არსენალის“ კარს იცავს.
„ჩვენ გულიანად გაგვეცინა და რამდენიმე ხუმრობაც მოვიფიქრეთ, როდესაც ამანათში ჩეხის ხელთათმანები აღმოვაჩინეთ. თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ადრესატს ისინი დროულად მიეღო“, – თქვა „ჩელსის“ წარმომადგენელმა Telegraph Sport-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ჩეხი „ჩელსიდან“ „არსენალში“ 2015 წელს 14 მილიონ ევროდ გადავიდა.
ამ კვირას კი პრემიერლიგის 23-ე ტურში ერთმანეთს სწორედ „არსენალი“ და „ჩელსი“ ხვდებიან.