themasports.com-ის ინფორმაციით, თემურ ქეცბაია ათენის აეკ-ის მთავარი მწვრთნელობის ნომერ პირველი კანდიდატია.
ქეცბაიას აპოელ ძალიან ახლოსაა კვირპოსის ჩემპიონობასთან, თუმცა დიდი შანსია, ქართველი სპეციალისტი კუნძულზე არ დარჩეს.
“აეკ-ის ხელმძღვანელობასთან ძალიან დაახლოებული წყაროს ცნობით, კლუბი 2015/16 წლების სეზონის დასრულების მერე აღარ აპირებს ურუგვაელ გუსტავო პოიეტთან ურთიერთობის გაგრძელებას.
იგივე წყარომ გვაცნობა, რომ პოიეტის წასვლის მერე, ნომერ პირველი კანდიდატი თემურ ქეცბაიაა”, – წერს საიტი.
ასე რომ, აეკ-ის ყოფილი ფეხბურთელი და “ოლიმპიაკოსის” ყოფილი თავკაცი ქეცბაია შესაძლოა, საბერძნეთში სამუშაოდ დაბრუნდეს.
დღეისათვის აეკ-ს 57 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. აეკ ოთხგუნდიან პლეი-ოფში ითამაშებს.