LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აეროსმიტის” ლიდერი, სტივენ ტაილერი Hennessey Venom GT-ს ჰყიდის

61

პოპულარული ბრიტანული როკ-ჯგუფის ”აეროსმიტის” ლიდერი, სტივენ ტაილერი საკუთარ უნიკალურ ავტომობილის Hennessey Venom GT-ს ყიდის, რომელიც მან 2012 წელს შეიძინა.

ავტომობილი აუქციონზე გაიყიდება და მისი საწყისი ფასი 1,1 მილიონი დოლარი იქნება, Venom-ში გადახდილი თანხა, მომღერლის საქველმოქმედო ფონდში Janie’s Foun ჩაირიცხება და სრულად მოხმარდება საქველმოქმედო საქმიანობას.

სტივენ ტაილერმა ზუსტად 4 წლის წინ შეუკვეთა ავტომობილი, რომელიც საბოლოო ჯამში მომღერლის დიზაინით დამზადდა. ავტომობილი შავი ფერის გახლავთ და სალონიც შავ ფერშია გადაწყვეტილი, რომელსაც წითელი ფერის შტრიხები ალამაზებს. ამასთანავე ავტომობილში მოთავსებულია უნიკალური JL Audio აუდიოსისტემა, რომლის მონტაჟზეც ჯგუფის ხმის რეჟისორი დევიდ ფრანჯიონი მუშაობდა.

Hennessey Venom GT-ს კაპოტქვეშ მოთავსებულია 6,2 ლიტრიანი V8 ტიპის ძრავით, რომელსაც დამატებით 2 ტურბინა აქვს. ავტომატური გადაცემათა კოლოფის დახმარებით კი ავტომობილის ან 800, ან 1000, ან 1200 ცხენის ძალა აქვს. 100კმ/სთ-მდე აჩქარებას კი სულ რაღაც 2,5 წამს ანდომებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 440კმ/სთ-ა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები