LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგრესიულმა ავიამგზავრმა ნახევარი ბორტი დაკბინა

48

აგრესიულმა ავიამგზავრმა ნახევარი ბორტი დაკბინა და პილოტებსაც სხვა გზა აღარ ქონდათ, ლაინერი უახლოეს აეროპორტში დასვეს. მექსიკური ავიაკომპანიის Aeromexico-ს ლაინერი რეისს მეხიკოდან სან-ფრანცისკოს მიმართულებით ასრულებდა და ფრენის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ერთ-ერთმა მგზავრმა წესრიგის დარღვევა დაიწყო. მამაკაცის დამშვიდება ვერც ბორტგამცილებლებმა და ვერც სხვა მგზავრებმა ვერ შეძლეს, ამიტომ კაპიტანმა ექსტრემალური დაჯდომის გადაწყვეტილება მიიღო. ხომალდი გვადალაჰარას აეროპორტში დაფრინდა, სადაც მას პოლიცია ელოდებოდა და დებოშიორი მაშინვე დააკავეს. თუმცა, ეს პროცესი არც თუ ისე მარტივი იყო და მგზავრის სალონიდან გაყვანას 40 წუთზე მეტი დრო დასჭირდა. მამაკაცი ჩხუბობდა და იკბინებოდა. საბოლოოდ, მისი დაკავება მაინც მოხერხდა და ლაინერმა გზა მშვიდობით განაგრძო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები