სქაიდაივერების გუნდი თვითმფრინავიდან ავტომობილით გადმოხტა, რომელიც ამ დროს 9 000 მეტრზე მაღლა მიფრინავდა. ტრიუკის ამსახველი რგოლი YouTube-ზე Negative4 Productions-ის არხზეა გამოქვეყნებული.
რგოლის აღწერაში მითითებულია, რომ ნახტომისთვის მზადება პროფესიონალი სქაიდაივერებისა და ტრიუკების დამდგმელის სტივ კერტისის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.
ნახტომამდე ავტომობილიდან ამოიღეს გადაცემათა კოლოფი, მოაჭრეს სახურავი, ასევე საუკეთესო აეროდინამიკისთვის მთლიანად დაფარეს იატაკი.
ტრიუკის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ნახტომი სამხედრო ბაზა „ზონა 51“-ის რაიონში განხორციელდა. ტრიუკი მთლიანობაში წარმატებული აღმოჩნდა, მიუხედავად მონაწილეების მცირე ტრამვებისა.