LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პილოტმა ქალმა თვითმფრინავი პიკის საათის დროს პირდაპირ მაგისტრალზე დასვა

54

პილოტმა ქალმა თვითმფრინავი პიკის საათის დროს პირდაპირ მაგისტრალზე დასვა. სააგენტო „Fox 61”-ის ინფორმაციით, შემთხვევა კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში მოხდა და თვითმხილველებმა მისი გადაღება შეძლეს. ხომალდს ძრავი დაუზიანდა, პილოტსაც სხვა გზა არ ქონდა და ავარიული დაჯდომა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. თვითმფრინავი შუა მაგისტრალზე დაეშვა, თუმცა პილოტმა იმდენი შეძლო, რომ არავინ დაეშავებინა. ინციდენტის ადგილზე გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობენ ავტომობილები აქეთ-იქით გაიწიონ და გზა თვითმფრინავს დაუთმონ. რაც შეეხება პილოტ ქალბატონს, ის ბოლო წუთამდე სიმშვიდეს ინარჩუნებდა, ხომალდი დასვა, გარეთ გამოვიდა და პოლიციას დაელოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები