LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ ნივას ბრაზილიაში ააწყობენ

204

ალიანსი Renault-Nissan, რომელსაც АвтоВАЗ ეკუთვნის, გეგმავს წარმოებაში მომდევნო თაობის Lada 4×4 ბრაზილიაში ჩაუშვას. ავტომობილების აწყობა ალიანსის ქარხანაში, სან-ჟოზე-დუს-პინიაისის მუნიციპალიტეტში 2021 წლისთვის მოხდება. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Gazeta do Povo ავრცელებს.

ახალ ნივას Renault Duster-ის მოდერნიზებულ პლატფორმაზე ააწყობენ. ყველგანმავალი ალიანსისგან ძრავებსაც მიიღებს, რაც ნივას საშუალებას მისცემს, ავტომატური, ან მექანიკური ტრანსმისიით დაკომპლექტდეს. სხვა რაიმე დეტალი მოდელის შესახებ არ ვრცელდება.

გასული წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ АвтоВАЗ გეგმავს 9 წლის განმავლობაში 12 ახალი მოდელი წარმოადგინოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები