LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა

25

1 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი გამართა. შეხვედრა გია გეგუჩაძის გუნდის უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის 39- ე წუთზე ზუსტი დარტყმა ნიკა კაჭარავამ ჩაიწერა აქტივში.
მომდევნო და შესარჩევში ბოლო მატჩს ახალგაზრდა ჯვაროსნები 6 სექტემბერს ზესტაფონში ჩაატარებენ და ხორვატიის ნაკრებს უმასპინძლებენ.

 

ესტონეთი U21 – საქართველო U21 0-1
ტალინი, „ა ლე კოკ არენა“

საქართველო U21: კუპატაძე, ჩაბრაძე, უბილავა, ტაბიძე, ცინცაძე, გვილია, არაბული (89’ ლობჯანიძე), კაჭარავა (72’ ზივზივაძე), კიტეიშვილი, ცნობილაძე, ხარაიშვილი (66’ გოროზია)
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გოლი: კაჭარავა (39)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები