LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

3734
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის რეკომენდაცია – გაითვალისწინეთ, დღეს ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ნუ მოაწერთ ხელს საბუთებს და ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. მოერიდეთ სესხის აღებას ან გაცემას და დაპირებების გაცემას. ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა ენერგეტიკულად დამღლელი იქნება. იყავით ფრთხილი და ნუ ენდობით დაუზუსტებელ ინფორმაციას. დღე ხელსაყრელია სამომავლო გეგმების დასასახად, მგზავრობისთვის, სასამართლო საქმიანობისა და კაპიტალდაბანდებისთვის. კარგი პერიოდია საქველმოქმედო საქმიანობისთვის, ფოტოგრაფიისთვის, ქორწინებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების წარმოებისთვის, ნადირობა-თევზაობისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეგიძლიათ დაკავდეთ მცენარეების დარგვით. დღევანდელი კარგი სიზმარი პოზიტიურ ცვლილებებს მოასწავებს.

პარტნიორული ურთიერთობები – დღეს საიდუმლოებები ადვილად მჟღავნდება, ამიტომ მოერიდეთ ფარულ სასიყვარულო კავშირებსა და საქმეებს, რადგან ისინი შესაძლოა უსიამოვნებების მიზეზი გახდეს.

ჯანმრთელობა – სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, მხედველობა და ტერფების ზონა. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება დღეს არ არის სასურველი. მოერიდეთ პედიკურის გაკეთებას, ანალიზების ჩაბარებასა და ექოსკოპიას. კატეგორიულად არ არის რეკომენდებული დღეს ალკოჰოლის მიღება.

დღის მინერალები და ფერები – კოსმიური ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ მინერალები: მარგალიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო. ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ იისფერ, ვერცხლისფერ, მწვანე, ლურჯ და ფირუზისფერ ტონებს. ეს ფერები გააძლიერებს თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია კირჩხიბისა და თხის რქის ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბული პერიოდია ლომისა და მერწყულისათვის, რომელთაც მართებთ მაქსიმალური ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები