LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ავტობაზის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება

64

მალე მუნიციპალურ ავტობუსებს უახლესი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, ახალი ავტობაზა მოემსახურება. მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ცნობით, უკვე დასრულდა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, უახლოეს დღეებში დასრულდება ტერიტორიაზე ბეტონის საფარის მოწყობაც.

ინტენსიურად მიმდინარეობს სერვის ცენტრის, სამრეცხაოს, ბენზინ და CNG ტექნოლოგიის გაზგასამართი სადგურების, ადმინისტრაციული და დამხმარე შენობების მშენებლობა.

ავტოპარკი ევროსტანდარტებზე მორგებული ობიექტებით ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს.


ავტობაზა 377 ავტობუსის პარკირების საშუალებას ითვალისწინებს. ბაზა უახლესი ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი, რაც ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის გეგმიური შეკეთებას.

კომპლექსის მშენებლობას სამშენებლო კომპანია „დაგი“ ახორციელებს. მშენებლობა ზაფხულის თვეებში დასრულდება.