LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ინგლისური ზღაპარი (ფოტოები)

49

„ბრაიტონ ენდ ჰოუ ალბიონი“ – კლუბი, რომელიც 1901 წელს პაბის სტუმრებმა დაარსეს – პრემიერლიგაში გადავიდა. ეს შესაძლებელი გახდა მწვრთნელ კრის ჰიუტონის წყალობით, რომელიც სამი წლის წინ „ნორვიჩიდან“ მივიდა (ფეხბურთელობისას „ტოტენჰემში“ თამაშობდა). „ბრაიტონი“ ინგლისის უმაღლეს ლიგაში 1983 წლიდან არ ყოფილა.

გულშემატკივრებთან ერთად პრემიერლიგაში გადასვლას ზეიმობს ფრანგი გარემარბი ანტონი ნოლარი, რომელიც სამი წლის წინ მეორე ლიგიდან „ლესტერთან“ ერთად ამოძვრა.


ეს ისრაელელი ნახევრამცველის ბერნამ კაიაკას სიხარულია, რომელიც ორი წლის წინ „სელტიკიდან“ მიიყვანეს.

პოკერის ცნობილი მოთამაშე ტონი ბლუმი „ბრაიტონს“ 2009 წლიდან ფლობს. 70-იან წლებში ბაბუამისი ჰარი ამ კლუბის ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა.


ანტონი ნოკარას და ჩეხი ნახევარმცველის ირჟი სკალაკას სელფი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები