კომპანია „Fiat Chrysler Automobiles“-მა სასიამოვნოდ გააკვირა საკუთარი დილერები, ლას-ვეგასში. წარმოადგინა მოდელები, რომლებსაც დიდხანს ელოდებოდნენ, მათ შორის სრულიად ახალი “Barracuda”.
ამ ავტომობილის შესახებ, ბევრი არაფერია ცნობილი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ის აწყობილია უკანა წამყვანთვლიანი “Alfa Romeo Giulia”-ს პლატფორმაზე. კომპანიის წარმომადგენლებმა აგრეთვე წარადგინეს ახალი „ჩარჯერის“ კონცეპტი, რომელიც როგორც აცხადებენ, ბევრად გაუმჯობესებული დიზაინით იქნება წარმოდგენილი, ვიდრე 1999 წლის ლეგენდად ქცეული მოდელი, რომელიც აგრეთვე „ალფა რომეოს“ ბაზაზეა აწყობილი.
გარდა ამისა, წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ ჯიპების კატეგორიაშიც, სადაც ახალი SRT Track Hawk წარადგინეს. მანაც დიდი სიმპატიები დაიმსახურა. თუ დილერებს დავუჯერებთ, 2016 წელს, კომპანიას საკმაოდ დიდი ფინანსური მოგება ელის. ახალი მოდელები, სწორედ შემდეგ წელს იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის.