მინიმალური ცვლილებებით წარსდგა მომხმარებლების წინაშე 2016 წლის Mitsubishi Lancer. განახლებულ მოდელში სიახლეა დღის Led განათება, შეცვლილი წინა ტუჩი და 18-იანი ალუმინის დისკები. ამასთანავე განახლებულია სამუხრუჭე სისტემა, რომელიც სპორტული მოდელის Mitsubishi Lancer Evolution X – სგან იქნა გადმოღებული.
ავტომობილის სალონი საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება. ტყავის სავარძლები, სამართავი პანელი და მცირედი დეტალებიც კი, მძღოლის მაქსიმალური კომფორტისთვის სპეციალურად იქნა დამუშავებული.
ავტომობილი ორი ტიპის ძრავით იქნება წარმოდგენილი. 2.0ლიტრიანი ძრავით რომლის სიმძლავრე 148 ცხენის ძალა იქნება და 2.4 ლიტრიანი MIVEC ტიპის ძრავით, რომლის სიმძლავრეც 168 ცხენის ძალა იქნება. ორივე ვარიანტი ავტომატური გადაცემათა კოლოფით იქნება წარმოდგენილი, რაც როგორც ამბობენ, ავტომობილის ეკონომიურობას უზრუნველჰყოფს.
ახალი Mitsubishi Lancer უახლოეს დღეებში გამოჩნდება საავტომობილო ბაზარზე. საბაზრო ღირებულება 17 ათასიდან 25 ათას დოლარამდე იქნება. როგორც დილერები და ექსპერტები ამბობენ, ახალი მოდელი, თითქმის ძველის ანალოგია და სწორედ ამიტომ, ვარაუდობენ, რომ იაპუნური ავტოკომპანია წლევანდელ სეზონზე აშკარა აუტსაიდერი იქნება.