LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan რუსეთში მდებარე ქარხანას აჩერებს და იმპორტსაც წყვეტს

54
nissan

კორპორაცია Nissan რუსეთში მდებარე ქარხანას გააჩერებს და აღარც ავტომობილებს აღარ გაყიდის. იაპონური ბრენდის ოფიციალურ საიტზე ნათქვამია ისიც, რომ უკრაინელთა დასახმარებლად 2,5 მილიონი ევრო გადაირიცხა. ერთი მილიონი ევრო Nissan-მა წითელ ჯვარს გამოუყო, კიდევ ნახევარი მილიონი კი თანამშრომელთა ფინანსური სტაბილურობისთვის დაიხარჯება.

იაპონურმა კორპორაციამ თავისი განცხადება რამდენჯერმე დააკორექტირა, რუსეთის ტერიტორიაზე ჯერ რამდენიმე მოდელის შეტანა შეზღუდა, შემდეგ კი ქარხნის გაჩერება ახსენა, თუმცა თუ როდის მოხდება ეს არ დაუკონკრეტებია.

აღსანიშნავია, რომ Nissan-ის პარტნიორები Renault და Mitsubishi რუსეთში ბიზნესის გაჩერებას არ ჩქარობენ. ორივე კომპანია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები