LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რენომ“ 90 წლის რეკორდსმენი თვითმფრინავი აღადგინა

102
ქირიას NEWS შაბლონი (2)


ფრანგულმა ავტომწარმოებელმა Renault-მა განაცხადა, რომ წარმატებით დაასრულა უნიკალური ისტორიული თვითმფრინავის – Caudron Rafale C.460-ის რესტავრაცია. რეკორდსმენი საფრენი აპარატი ცაში პირველად 90 წელზე მეტი ხნის შემდეგ დაბრუნდა.

1930-იან წლებში „რენომ“ და ავიაკომპანია Caudron სულ ექვსი ასეთი მსუბუქი სპორტული თვითმფრინავი შექმნეს. მოდელი თავდაპირველად საჰაერო შეჯიბრებებისთვის იყო განკუთვნილი და იმ პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ აპარატად ითვლებოდა.

1934 წელს ფრანგმა მფრინავმა ელენ ბუშეm სწორედ ამ ტიპის თვითმფრინავით 3 კილომეტრიან მონაკვეთზე 505,85 კმ/სთ სიჩქარე განავითარა და თავისი კლასის მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

რესტავრაციის პროცესი 2024 წლის ივლისში დაიწყო და მასში სპეციალისტებთან ერთად კომპანია Aero Restauration Service მონაწილეობდა. სამუშაოების ფარგლებში თვითმფრინავი სრულად დაშალეს, გაამაგრეს შასი, განაახლეს ძრავა და ჩაუტარეს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო ტესტები.

„რენოს“ განცხადებით, აღდგენილი თვითმფრინავი უახლოეს წლებში სხვადასხვა ავიაშოუზე გამოჩნდება, ხოლო 2027 წლიდან კომპანიის ახალ ტექნიკურ მუზეუმში დაიკავებს ადგილს.

ისტორიული თვითმფრინავი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ავიაციის, არამედ საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაშიც, რადგან მასში გამოყენებული იყო იმ დროისთვის მოწინავე „რენოს“ ძრავა, რომელმაც სიჩქარის მსოფლიო რეკორდის დამყარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები