LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Renault-მა და Geely-მ 1100 ცხენის ძალაზე მეტი სიმძლავრის ჰიბრიდული სისტემა შექმნეს

119
1428x1428

ერთობლივმა საწარმომ Horse Powertrain, რომელიც შეიქმნა Renault-ისა და Geely-ს მონაწილეობით, პეკინის ავტოშოუზე ახალი ჰიბრიდული სისტემა წარადგინა. ტექნოლოგია ეფუძნება ტურბირებულ V6 ძრავს და გამოირჩევა არაერთი მნიშვნელოვანი უპირატესობით – მათ შორის, შიდა წვის ძრავი ამ კლასში მსოფლიოში ყველაზე მსუბუქად სახელდება, ხოლო სისტემის საერთო სიმძლავრე 1100 ცხენის ძალას აჭარბებს.

ახალი ექვს ცილინდრიანი აგრეგატი 90 გრადუსიანი ცილინდრების განლაგებით შექმნილია როგორც განივი, ისე გრძივი განლაგებისთვის. მისი წონა მხოლოდ 160 კილოგრამია, ხოლო სიმძლავრე მერყეობს 470-დან 536 ცხენის ძალამდე, ბრუნვის მომენტი კი 600–700 ნიუტონმეტრს აღწევს. მაქსიმალური ბრუნვის ზღვარი 8000 ბრუნზეა განსაზღვრული.

V6 ძრავის გამოყენება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ასევე ახალი ელექტრული მოდულის – 4LDHT-ის კომბინაციაში. აღნიშნული სისტემა მოიცავს ელექტროძრავს, რომლის სიმძლავრე 470-დან 603 ცხენის ძალამდეა, რაც მთლიან ჰიბრიდულ სისტემას განსაკუთრებულად მაღალ წარმადობას ანიჭებს.

კომპანიაში ჯერ არ აკონკრეტებენ, რომელ მოდელებზე დაინერგება ახალი აგრეგატი. თუმცა, პეკინში გამართული პრემიერისა და Geely-ს ჩართულობის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, სერიული ვერსია პირველად ჩინური ბრენდის რომელიმე ახალ მოდელზე გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ Horse Powertrain ენერგო აგრეგატებს აწვდის არა მხოლოდ Renault-ს, არამედ ისეთ კომპანიებსაც, როგორიცაა Nissan და Mercedes-Benz.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები