LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Renault Megane სედანი იქნება

89

კომპანია Renault-მ ახალი მოდელი Megane წარადგინა, რომელიც სედანის ფორმისაა. ახალი მოდელი ფრანგული კომპანიის სერიულ ოთხკარიან Fluence-ს ჩაანაცვლებს.

სედანი, რომელიც ჰეთჩბექის და უნივერსალი Megane-ს შემდეგ შექმნეს, მოდულური მოდიფიკაციის – CMF-ის პლატფორმაზე ააგეს.

ოთხკარიანი ,,ლამაზმანი’’ ხასიათდება Renault-ის უკანასკნელი მოდელების მახასიათებლებით, საფირმო რადიატორით, ძირითადი განათების განახლებული ფარებით. ავტომობილის საბარგულის ტევადობა 508 ლიტრს შეადგენს.

 

 

სედანმა მიიღო შვიდდიუმიანი ციფრული პანელი, სენსორული ეკრანი, მულტიმედიური კომპლექტის R-Link 2-სთვის განკუთვნილი დისპლეი – ზომით 8.7 დიუმი, ასევე დამატებითი მიკროდისპლეი.

მოდელი აღჭურვილია 1.6 ლიტრიან ბენზინის ატმოსფერული ძრავით, რომელიც 115 ცხენის ძალის სიმძლავრისაა, ასევე 130 სიმძლავრის აგრეგატი 1.4 ლიტრის ტევადობით.

Renault Megane Sedan პირველად თურქეთის ქალაქ ბურსაში გამოჩნდება. სედანი მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი. გაყიდვები ევროპის ქვეყნებიდან დაიწყება, ხოლო აზიის ბაზრისთვის მოგვიანებით იქნება ხელმისაწვდომი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები