რადიო „არ დაიდარდოს“ და გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ თამრიკო მეჭიაური სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერების „ხარაგაული“ და „ბახუსმა ამიყოლია“ რადიო პრემიერა შედგა.
თამრიკო, რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?
მაქვს რაღაც გეგმები, პატარ-პატარა პროექტები გამოიკვეთა და ვნახოთ, მოლოდინის რეჟიმში ვარ.
ვისაუბროთ კვარტეტზე „ხარაგაული“, რომელიც თქვენს მიერ დაწერილ სიმღერას ასრულებს. როგორია თქვენი თანამშრომლობის ისტორია?
შემოთავაზება ხარაგაულის კულტურის განყოფილებიდან წამოვიდა. ლექსი ქალბატონ იზოლდა ჭიპაშვილს ეკუთვნის, მუსიკა ჩემს მიერ შეიქმნა. სიმღერა ძალიან ლამაზი, სამხიარულო და ამყოლი გამოვიდა. ძალიან მომწონს, ძალიან ხშირად ვუსმენ და ვტკბები. კვარტეტის წევრებს ძალიან ლამაზი ხმები აქვთ, საოცრად ასრულებენ, ნიჭიერები არიან. სიმღერა ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში ჩაიწერა. ფანდურს ზურა ბარბაქაძე უკრავს, გარმონით ალუდა ჯანაშვილმა გააფორმა ეს ნამუშევარი.
ახლა, მოგვიყევით თქვენს სოლო ნამუშევარზე „ბახუსმა ამიყოლია“.
„ბახუსმა ამიყოლია“ ქალაქური ჟანრის სიმღერაა. ლექსი ლეილა გაფრინდაშვილს ეკუთვნის, მუსიკა ჩემია, ჩაიწერა ზაზა გოჩიტაშვილთან. უკვე იყო სიმღერის სატელევიზიო პრემიერა. სიმღერას ძალიან კარგი რეაქცია მოჰყვა, აიტაცა ხალხმა, მოიწონა.
თამრიკო მეჭიაური – ხარაგაულო
თამრიკო მეჭიაური – ბახუსმა ამიყოლია
აუდიოჩანაწერი