LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლახან, ჩემმა ერთ-ერთმა ფილმის მუსიკამ გაიმარჯვა და საქართველო პირველ ადგილზე გავიდა… გერმანიაში, სახლში ვიჯექი და ვმუშაობდი, 5 ახალი სიმღერა ჩამოვიტანე…“ – გოჩა იაშაღაშვილი

308
გოჩა-იაშაღაშვილი

29 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ გოჩა იაშაღაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ჩემო სიხარულო“ პრემიერა შედგა.

გოჩა, ვისაუბროთ სიმღერაზე „ჩემო სიხარულო“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

მოგეხსენებათ, ჩემი შემოქმედება მრავალფეროვანია იმ კუთხით, რომ ვწერ კლასიკურ ნაწარმოებებს, ფილმის მუსიკას, ჯაზს, ბლუზს, სოულს, საესტრადო, ქალაქურ სიმღერებს და ა.შ. არასოდეს შემიქმნია ე.წ. საქეიფო ჟანრის მუსიკა. ამ მუსიკის მხოლოდ მოსმენა, შეუძლებელია, იწყება თუ არა, გინდა, ადგე და იცეკვო. მსმენელები მეუბნებოდნენ, კი ვიცით, რომ სულ ძალიან სერიოზული მუსიკა გაქვთ, სულ კარგი რაღაცები ხდება თქვენს შემოქმედებაშიო, მაგრამ ჰქონდათ სურვილი, რომ ასეთი ჟანრის მუსიკა გამეკეთებინა. სხვათა შორის, ახლახან, ჩემმა ერთ-ერთმა ფილმის მუსიკამ გაიმარჯვა და საქართველო პირველ ადგილზე გავიდა. მინდა ვთქვა, რომ შეიძლება, ისეთი ძლიერი არ ვიყო ყველა ჟანრში და მიმართულებაში, როგორც ფილმის მუსიკაში, მაგრამ ისეთი გულით და სულით გავაკეთე ეს ნამუშევარი, როგორი გულით და სულითაც მთხოვდა ჩემი გულშემატკივარი.

როგორი შეფასება მოჰყვა ნამუშევარს იმ ადამიანების მხრიდან, ვინც უკვე მოისმინა ის?

პირველი, რაც მითხრეს იყო – „ეს შენი სიმღერააო?“. ეს ჩემი ხელწერა არ არის, მაგრამ იმდენად მოეწონათ, მითხრეს, გიხდება, კარგი მოსასმენია. გამოცდილება არ მაქვს ასეთი სიმღერების შესრულებაში და თავისთავად, მორგება იყო აქ საჭირო. გამოვიდა ის, რაც გამოვიდა. მე თვითონ შევქმენი არანჟირებაც, გავაკეთე მთლიანი ორკესტრი… გერმანიაში, სახლში ვიჯექი და ვმუშაობდი, 5 ახალი სიმღერა ჩამოვიტანე, მათ შორის, ერთ-ერთია ის სიმღერა, რომლის პრემიერაც დღეს შედგება. ახალი სიმღერებიდან ერთ-ერთი ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა, იმედო პაპა ჯანაშვილმა დაწერა და მითხრა, მინდა, რომ თქვენებური მუსიკა ჰქონდეს ჩემს ტექსტს და თქვენ და ქართველმა ესტრადის ვარსკვლავებმა იმღეროთ ეს სიმღერაო. საქართველოს სიყვარულზეა ეს სიმღერა.

გერმანიაში რამდენად იმართება კონცერტები, გერმანელებიც ინტერესდებიან თქვენი მუსიკით თუ ძირითადად ქართველი ემიგრანტები სტუმრობენ თქვენს ღონისძიებებს?

ძირითადად თემატურ კონცერტებს ვაკეთებ ხოლმე და ვიცი, რომელ კონცერტზე ქართველი უფრო მეტი იქნება და რომელზე გერმანელი და იმის მიხედვით ვარჩევ პროგრამას.

გოჩა იაშაღაშვილი – ჩემო სიხარულო

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გოჩა იაშაღაშვილი. ვიდეო კოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები