LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკუპუნქტურა – მედიკამენტების გარეშე მკურნალობის საინტერესო მეთოდი

1664
cagareli-shuadge

2 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ ასტროლოგიურ გადაცემაში „შაბათის შუადღე მიხეილ ცაგარელთან ერთად“, ავტორმა და წამყვანმა ბატონმა მიხეილმა სუ ჯოკ თერაპევტს, ბატონ ტარიელ ბიბილურს უმასპინძლა და სწორედ მასთან ერთად ისაუბრა მკურნალობის მეტად საინტერესო მეთოდზე.

სუ ჯოკ თერაპია, იგივე აკუპუნქტურა – ნემსის ჩხვლეტის სამხრეთ კორეული სამედიცინო სისტემაა, რომელიც მედიკამენტების გარეშე იძლევა ორგანიზმის გაჯანსაღების საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ნემსის ჩხვლეტა ხელის გულზე და ყურის ნიჟარაზე ხორციელდება, რადგან ორგანიზმის მერიდიანული სისტემის წყალობით, შინაგანი ორგანოების მგრძნობიარე წერტილები მეტწილად სწორედ კიდურებზე და თავზეა მოთავსებული.

ორგანიზმის დაუძლურების მთავარი მიზეზი მერიდიანების დახშობაა, რომელიც ვერ ატარებს ენერგიას და სწორედ ამიტომ ჩნდება ტკივილი, სუ ჯოკ თერაპია კი, პრობლემური ზონების მოძიებით და ნემსის ჩხვლეტით ანთავისუფლებს მერიდიას, მიაწვდის ორგანოებს ენერგიას და ეხმარება მათ გამართულოად ფუნქციონირებაში.

– ბატონო ტარიელ, რა შემთხვევაში გამოიყენება სუ ჯოკ თერაპია და რამდენად რეკომენდირებულია მისით ბავშვების მკურნალობა?

– სუ ჯოკ თერაპია პირველ რიგში, ნევროზულ დაავადებებს – შიშს და უძილობას, აკვიატებეულ აზრებს და დეპრესიას კურნავს, ძალიან ეფექტურია ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე დამოკიდებულთათვის და აზარტული თამაშებით გატაცებულთათვისაც, ვისთვისაც ამგვარი გართობა ნამდვილ მანიად იქცა. პირადად მე ყოველთვის უარს ვამბობ 7 წლამდე ბავშვების მკურნალობაზე, რადგან მცირე ტკივილს, რასაც ნემსის ჩხვლეტა იწვევს ბავშვი ბევრად ემოციურად განიცდის, ვიდრე უფროსი, მოუსვენრობს, მოძრაობს და არ მაძლევს მუშაობის საშუალებას. ვერიდები ცნობიერების კონტროლის დაბალი დონის პაციენტების მკურნალობასაც, თუმცა წარმატებით ვმუშაობ სხვა ფსიქიურ აშლილობებზე აგრესიული გამოვლინების გამოკლებით.

– რას წარმოადგენს სუ ჯოკ თერაპიის სეანსი?

– სეანსის დროს ჩვენ მხოლოდ ფოლადის სტერილურ ნემსს და ცეცხლს ვიყენებთ. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლურ მედიცინაში ფართოდაა გავრცელება აბზინდას ბალახის მოხმარება, სწორედ მისგან მზადდება ე.წ. მოქსა ანუ „სამკურნალო სიგარა“, რომლიც აკუპუნქტურის წერტილზე ზემოქმედებს და ათბობს მას. მკურნალობის ამგვარ მეთოდს მოქსათერაპია ეწოდება, ჩვენ კი, ვაზს ვიყენებთ, რომელიც ბევრად მშობლიური და ორგანულია, ერთგავრ ენერგეტიკულ კავშირშია ნებისმიერ ქართველთან და გარკვეულწილად მისი სხეულის გაგრძელებადაც ითვლება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჩვენს შემთხვევაში სწორედ ვაზია ეფექტური, რომელიც მართლაც არაჩვეულებრივ გავლენას ახდენს ორგანიზმზე.

– რა ფუნქციას ასრულებენ ნემსი და ცეცხლი?

– ნემსი, რომელიც აღმოსავლურ მედიცინაში ადამიანის განკურვნის მთავარი ინსტრუმენტია, სასიცოცხლო ენერგიას აბალანებს, ცეცხლი კი, აძლიერებს ამ ენერგიას, რადგან ადამიანი მხოლოდ მაშინაა ჯანმრთელი, მაშინაა მისი ცხოვრების ხარისხი მაღალი, როცა ენერგეტიკული ბალანსი დაცულია.

– რამდენადაც ვიცი, სუ ჯოკ თერაპია მხოლოდ ხელებსა და თავზე ზემოქმედებას გულისხმობს?

– სინამდვილეში, სუ ჯოკ თერაპია მთელ სხეულზე ზემოქმედებს, თუმცა მე მხოლოდ ხელზე ვმუშაობ, ყურის ნიჟარაზე კი, რომელზეც 9 ზონას, 365 წერტილს აერთიანებს და პრაქტიკულად ზუსტად იმეორებს ადამიანის ჩანასახის ფორმას, აბსოლუტურად განსხვავებულ – ჩინურ მეთოდს ვიყენებ. სხვათაშორის, ნებისმიერი ზემოქმედება ყურზე თავის ტვინზე აისახება, რომელიც მთელ ორგანიზმთანაა კავშირში. შესაბამისად, ყურზე ნემსით მუშაობისას, ერთგვარი დიალოგს ვმართავთ ჯერ თავის ტვინთან, მერე მთელ ორგანიზმთან.

– რამდენად აუცილებელია რელაქსაცია ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის?

– რელაქსაციას ანუ მოდუნების ხელოვნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ამერიკასა და ევროპის წამყვან ქვეყნებში რელაქსაციის მეთოდებს სპეციალურად ასწავლიან სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლებს, რადგან სწორედ კუნთების მოდუნებით მიიღწევა სიმშვიდე, თვითრწმენა და ჰარმონია საკუთარ თავთან.

გადაცემის აუდიოჩანაწერი