LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალა პუგაჩოვა კრისტინა ორბაკაიტეს ასლი გახდა

188

რუსული ესტრადის კაშკაშა ვარსკვლავმა ალა პუგაჩოვამ კიდევ ერთხელ შეძლო ჟურნალისტების გაოცება. ის გუშინ საღამოს მეუღლესთან, მაქსიმ გალკინთან ერთად, „Muz-TV”-ს გენერალური პროდიუსერის არმან დავლიტაროვას დაბადების დღისადმი მიძღნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

პრიმადონას გამოჩენამ ფურორი მოახდინა. ვარსკვლავი ძალიან სწრაფად მოექცა ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების ყურადღების ქვეშ. ღონისძიების ბოლოს, ყველამ ერთხმად განაცხადა, რომ მომღერალი საუცხოოდ გამოიყურებოდა.

„ის ძალიან გახდა, ეცვა შესანიშნავი, ელეგანტური შავი კაბა და ძალიან გავდა თავის შვილს, კრისტინა ორბაკაიტეს, თუმცა ადრე, მსგავსება შესამჩნევი სულაც არ იყო“- განაცხადეს შოუბიზნესის წარმომადგენლებმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები