LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალა პუგაჩოვამ და ანა ლორაკმა პირველად გამოაჩინეს შვილები

38

ფილიპ კირკოროვმა შვილის დაბადების დღე გადაიხადა, რომელსაც 4 წელი შეუსრულდა. სტუმართა სიაში მოხვდნენ ისეთი ცნობილი ვარკსვლავები როგორებიც არიან: ანა ლორაკი, ალა პუგაჩოვა, იანა რუდკოვსკაია და სხვა.

დღესასწაული კირკოროვმა ”კონკიას” სტილში გააფორმა, ხოლო სურათები ინსტაგრამის მეშვეობით გავრცელდა. ერთ-ერთ სურათზე ალა პუგაჩოვა თავის 2 წლის შვილთან, ლიზასთან ერთად არის ასახული.

რაც შეეხება ანა ლორაკს, მან საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე შვილთან სოფიასთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა. დღის დასასრულს კი ფილიპ კირკოროვმა მძინარე შვილებთან ერთად გადაღებული ძალიან თბილი სურათი ატვირთა სოც-ქსელში.