რუსული შოუბიზნესის დედოფალმა ალა პუგაჩოვამ სოც-ქსელის მეშვეობით ფურორი მოახდინა, როდესაც მან იულია ტიმოშენკოსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
ფოტოზე, რომელიც ალას ინსტაგრამის გვერდზე გამოქვეყნდა, იულია მომღერლის გვერდით დგას, ხოლო ხელთ მიკროფონი უჭირავს და რჩება შთაბეჭდილება, რომ მღერის…
”ეხ, მეგობარო! როდესმე კიდევ ვიმღერებთ? – დააკომენტარა პრიმადონამ ფოტო.
შეგახსენებთ, რომ ალა და იულია დიდი ხნის მეგობრები არიან, თუმცა, 5 წლის წინ, ტიმოშენკომ უკრაინულ ტელევიზიებში ალას ერთ-ერთი სიმღერის გაშვება აკრძალა, რამაც მათ მეგობრობაზე ცუდი გავლენა მოახდინა…