LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალბინა ჯანაბაევა და ვალერი მელაძე საიდუმლოდ დაქორწინდნენ

123

ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ძმებმა მელაძეება მოახერხეს და ოჯახური სტატუსი გაშორებული – დაქორწინებულით შეცვალეს. 2015 წელს კონსტანტინ მელაძემ ჯგუფ ”ვიაგრა”-ს სოლისტზე ვერა ბრეჟნევაზე იქორწინა, ხოლო რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ იმავე ჯგუფის წევრი ალბინა ჯანაბაევა და პოპულარული მომღერალი ვალერი მელაძე დაქორწინდნენ.

წყვილი კამერების წინ იშვიათად ჩნდება ერთად, თუმცა ანიტა ცოის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვალერი და ალბინა ერთად გამოჩნდნენ. თუ აქამდე წყვილი ნიშნობის ბეჭდების დამალვას ცდილობდა, ამჯერად ისინი მილოცვებსაც იღებდნენ.

მელაძისა და ჯანაბაევის ურთიერთობის ისტორია დიდი ხნის განმავლობაში იყო რუსული ტაბლოიდების განხილვის თემა, მათი რომანი 10 წელია გრძელდება, თუმცა, ჟურნალისტებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 20 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ვალერი მელაძე მეუღლეს გაშორდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვალერიმ და ალბინამ ქორწინება არ იჩქარეს, ხოლო ვალერი მეუღლეს ოფიციალურად 2014 წელს გაშორდა. ამ ეტაპზე წყვილი 11 წლის კონსტანტინესა და წლინახევრის ლუკას ზრდის.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები