LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Alcatel-მა ახალი მოწყობილობები წარმოადგინა

43

ბერლინის გამოფენაზე, კომპანია TCL Communication (Alcatel)-მა, რამდენიმე ახალი სმარტფონი წარადგინა. მოდელი სახელწოდებით Shine Lite საკმაოდ საინტერესო დიზაინით გამოირჩევა. კომპანიამ ასევე ვირტუალური რეალობის მოწყობილობა შექმნა სახელწოდებით – Vision.

Shine Lite-ი დაბალფასიანი სმარტფონია, რომელიც ნამდვილად პრემიუმ მახასიათებლებითაა წარმოდგენილი. 200 დოლარად მწარმოებელი მომხმარებელს თავაზობს სმარტფონს, რომლის ქეისიც შუშისა და მეტალისგანაა დამზადებული,  დისფლეი IPS ტექნოლოგიისაა და გარჩევადობა 1280 x 720 პიქსელითაა განსაზღვრული, დივაისი მუშაობს 4 ბირთვიან Mediatek-ის MT6737 პროცესორზე, რომელსაც 2 GB ოპერატიული გააჩნია.

16 გიგაბაიტის ოდენობის შიდა მეხსიერებით, ანაბეჭდების სენსორითა და 13 მეგაპიქსელიანი მთავარი, ხოლო 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერით, მოდელი ამ ფასში ნამდვილი შედევრია. Shine Lite სამ ფერში იქნება ხელმისაწვდომი – შავში, თეთრსა და ოქროსფერში. აღნიშნული გაჯეტი მაღაზიებში სექტემბრის ბოლოდან იქნება ხელმისაწვდომი.

ჩინური კომპანიისა და ფრანგული ბრენდის მიერ ასევე  წარმოდგენილ იქნა მოწყობილობა ვირტუალური რეალობის ამსახველი – Vision, რომელიც კომპიუტერისგან დამოუკიდებლად იმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები