ფრანგული მოდის სახლმა Balenciaga-მ და მისმა დამფუძნებელმა კომპანიამ Kering-მა გენერალური დიორექტორის ფრანსუა-ანრი პინოს ხელმძღვანელობით, ბრენდის კრეატიულ დირექტორთან ალექსანდრ ვენგთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტეს. მიზეზი ჯერჯერობით არ ხმაურდება. სავარაუდოდ, Kering-ს ახალი და ნაკლებად ცნობილი დიზაინერების მიწვევა უნდა.
ალექსანდრ ვენგი Balenciaga-ს მოდის სახლის კრეატიული დირექტორი 2012 წელს გახდა, როცა მან 15-წლიანი მუშაობის შემდეგ ნიკოლა გესკიერა შეცვალა. ვენგის ბოლო – 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება პარიზში, მოდის კვირეულზე შედგება.